вторник, 12 мая 2009 г.

ინტერვიუ ომის დროს წინა ხაზზე მებრძოლ რიგით ჯარისკაცთან

1. რას გრძნობდით, როცა წინა ხაზზე იბრძდით?



ომში პირველად მომიწია ჩართვამ და რადგან ჯარის ფორმა გაცვია, ამისათვის მზად უნდა იყო. როცა წინა ხაზზე იბრძვი, შენს უკან შენი ქვეყანაა, შენი ოჯახი და ბევრი ძვირფასი ადამიანი. შენს გვერდით კი არიან ჯარისკაცები, რომლებმაც ქვეყნის და ოჯახის სიყვარული იციან და თავგანწირვით იბრძვიან. ასეთ შემთხვევაში ყველა ერთმანეთს უფრთხილდება ბრძოლის ველზე, რადგან თითოეული ჯარისკაცის სიცოცხლე ძალიან ძვირფასია.

2. რამდენად საშიში იყო წინა ხაზზე ბრძოლა?

საშიში რათქმა უნდა იყო, მაგრამ შენს გასაკეთებელს, მითუმეტეს ომში, არავინ გააკეთებს. ყველა საკუთარი ოჯახის და ქვეყნის სიყვარულისთვის იბრძვის.


3.შიშის გრძნობა თუ გაგიჩნდათ და რა დროს?

შიშის გრძნობა არასოდეს არ მქონია, უბრალოდ სროლის დროს ყველა ადამიანს აქვს იმის ინსტიქტი, რომ მოძებნოს უსაფრთხო ადგილი და იქიდან გაუხსნას ცეცხლი მოწინააღმდეგეს.



4. თუ გქონიათ ისეთი მომენტი, როცა იფიქრეთ, რომ სახლში ვეღარ დაბრუნდებოდით?

როდესაც ჯარისკაცი დაიჭრება ან უსულოდ დაეცემა მიწაზე, თავისთავად გეუფლება ისეთი გრძნობა, რომ შეიძლება შენც მოგივიდეს იგივე და სახლში ვეღარ დაბრუნდე.

5. თქვენ სიკვდილს ჩახედეთ თვალებში, რა მომენტია ეს?

სიკვდილს ჩახედო თვალებში ძალიან ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ მაინც უნდა შეებრძოლო და მოძებნო ისეთი გამოსავალი, რომ ხელიდან დაუსხლტე. თუ გაგიმართლებს იცოცხლებ, თუ არა და ...

6. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, აქედან გამომდინარე რას გვირჩევდით?

სიცოცხლე ძვირფასი განძია ღმერთისაგან ბოძებული. ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე და ამის წართმევის უფლება არავის არ აქვს.
გთხოვთ ყველას, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ როგორღაც მოვახერხოთ გადარჩენა, ღმერთი გვფარავდეს ქართველებს!

7. რა განცდა დაგეუფლად მაშინ, როცა გამოგიცხადეს, რომ საომრად უნდა წასულიყავით?

როდესაც საომარი მოქმედების დაწყების შესახებ გავიგე, იმდენად ძლიერი იყო სურვილი იმისა, რომ სამშობლო დამეცვა, ბრძანებას ომში წასვლის შესახებ დიდი სიამაყის გრძნობით შევხვდი. მე ხომ ჯარისკაცი ვარ და ეს ჩემი მოვალეობაა.

8. თქვენ საკუთარ თავზე გამოსცადეთ ომის სისასტიკე, მაინც რა არის ომი?

ომზე სასტიკი არაფერია, ამის ენით გადმოცემა შეუძლებელია. კარგავ მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს. შენდაუნებურად კარგავ საკუთარ თავზე კონტროლს და შენც სასტიკი ხდები. შურისძიების სურვილი გკლავს და ამაზე ცუდი არაფერია. ეს ომი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ დღეებს გამახსენებს. ამიტომ ყველას გისურვებთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას.


ინტერვიუ მოამზადა გივი მექერიშვილმა




ინტერვიუ გორის #8 საჯარო სკოლის პედაგოგ ლელა ცხოვრებაშვილთან




1. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რა ხდებოდა თქვენს გარშემო, როდესაც იბომბებოდა კორპუსები?

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ომი ღიად გამოუცხადა და მის ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა იერიში ქალაქ გორზეც მოიტანა და მშვიდობიან მოსახლეობაში ჭურვები ჩამოყარა. დაბომბვა ინტენსიურად გაგრძელდა. მოხვდა საცხოვრებელ კორპუსებსაც. დასახლება ჯერ კიდევ არ იყო დაცლილი, როცა ბომბები ჩამოყარეს. ისეთი საშინელება ხდებოდა, მხოლოდ ფილმებში რომ მენახა. საშინელი ტრაგედია დატრიალდა. დაბომბვის დროს ირგვლივ ყველაფერი თეთრ მტვერში იყო. როცა გბომბავენ თურმე კონტროლს კარგავ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის ინსტიქტი მოქმედებს. კორპუსები ცეცხლის ალში იყო გახვეული, ისმოდა ხალხის გოდება. ჩვენს გვერძე კორპუსში დედა ერთადერთ შვილს დასტიროდა, რომელიც მიწაზე უსულოდ ეგდო. იყვნენ დაჭრილებიც და დაღუპულებიც, ზოგი დედას დასტიროდა, ზოგი მეუღლეს, ზოგი დაღუპულ შვილს. იმ დღეს დაბომბვის შედეგად ჩვენს პატარა დასახლებაში 16 ადამიანი დაიღუპა. ირგვლივ მხოლოდ ვხედავდით გაოცებულ და შიშით გაფართოებულ თვალებს. ვერავის წარმოედგინა თუ XXI-ე საუკუნეში ადამიანებს შეეძლოთ გაეწირათ უდანაშაულო ხალხი.
რუსებს არ გაურჩევიათ, ვინ ოსი იყო და ვინ ქართველი, ყველა ერთნაირად ამოჟლიტეს.

2. სად აფარებდით თავს დაბომბვის დროს?

დაბომბვის დროს ჩვენი ოჯახი ავტოფარეხს ვაფარებდით თავს. სასწაულად გადავურჩით სიკვდილს. ჩვენს თავზე დაფრინავდნენ რუსული ბომბდამშენები და ისე ვიყავით ამ ყველაფრით გაოგნებულები, რომ ვეღარაფერს ვგრძნობდით. მოულოდნელმა მოვლენებმა ბავშვები შოკში ჩააგდო.
ქართველ ხალხს არასოდეს დაგვავიწყდება ის საზარელი და ცინიზმით ახსავსე დღეები, რაც რუსმა აგრესორებმა და ოსმა მოძალადეებმა მოუტანეს საქართველოს.

3. ქალბატონო ლელა, ვიცით რომ თქვენ ბოლო წუთებამდე ქალაქი არ დაგიტოვებიათ, არ გეშინოდათ? რატომ არ გახვედით ქალაქიდან?

ბოლო წუთებამდე არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს არ გვეგონა, რომ XXI-ე საუკუნეში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება უდანაშაულო მოსახლეობის დაბომბვის შესახებ.
დაბომბვის შემდეგ გაძლიერდა შიში ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის დაკარგვისა და ქალაქი დაუყოვნებლივ დავტოვეთ, მხოლოდ ქალებმა და ბავშვებმა, მაგრამ ყოველ წუთს უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდით. დატოვეს თუ არა ქალაქი რუსმა აგრესორებმა, ერთ საათში დავბრუნდით საკუთარ სახლებში.
რაც მთავარია გადავრჩით, სიცოცხლე და ცხოვება ვშვენიერია. მე მჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. ჩვენ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რადგან ძალა ერთობაშია. ყველას გისურვებთ მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებას.


ინტერვიუ მოამზადა გიორგი გიგუაშვილმა




ინტერვიუ გორის #8 საჯარო სკოლის პედაგოგ ვაჟა ბერაშვილთან





1.ბატონო ვაჟა გთხოვთ გაიხსენოთ ომთან დაკავშირებული ამბები?

როდესაც ომი დაიწყო მე ვიყავი სოფელში. ჩემი თვალით ვუყურებდი დაბლიდან მაღლა როგორ დაფრინავდნენ ისტრიპიტელები და ბომბავდნენ სოფელ კარალეთის შემოგარენს, სადაც განლაგებული იყო ჩვენი ჯარი. ასევე ჩემი თვალით დავინახე ჩვენებმა როგორ ჩამოაგდეს რუსების ისტრიპიტელი სოფელ ძევერაში. სოფელში ვიყავი 7 აგვისტოდან 13 აგვისტომდე, შემდეგ დავტოვე სოფელი გასაგები მიზეზების გამო. გასახსენებელი ბევრია, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს.

2. სისასტიკის რა ზომებს მიმართავდნენ აგრესორები მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ?

რუსი აგრესორები სოფლის მოსახლეობის მიმართ არავითარ სისასტიკეს არ მიმართავდნენ, მაგრამ მათ გზა გაუხსნეს ოს და კაზაკ მარადიორებს, რომლებმაც აიკლეს სოფელი, დასთარეშობდნენ თავისუფლად სამი დღის განმავლობაში.

3. თქვენ სოფელში დიდია დაზარალებულთა რაოდენობა?

ყველაზე ძალიან ახლო-მახლო სოფლებიდან დაზარალებულია სოფელი ტყვიავი და ჩემი სოფელი კარალეთი. დამწვარია 30 სახლი, მოკლულია 3 ადამიანი, წაღებულია რამდენიმე მანქანა, გაჩანაგებულია ნათესები. დღემდე ვერ აღუდგენიათ გაზსადენი, რომელსაც დაეცა ბომბი და კიდევ ბევრი სხვა რაღაცა. ჩემს ბიძაშვილს სახლი დაუწვეს თავის ავეჯიანად და საქონლიანად.

4. შიშის განცდა თუ დაგეუფლათ და რა დროს იგრძენით ეს?

შიშის განცდა 8 აგვისტოდან 13 აგვისტომდე მაინცდამაინც არ დამუფლებია, მაგრამ 13 აგვისტოს როდესაც მოკლეს ერთI ადამიანი, დაიწყეს სახლების დაწვა და ჩემი ბაღის ბოლოში ატყდას ოსი სეპარატისტების ავტომატეის სროლა, მაშინ დამეუფლა შიშის გრძნობა და კიდეც დავტოვე სოფელი. სიფელ თორტიზის მისადგომთან ორჯერ მესროლეს ავტომატის ჯერი, მაგრამ გადავრჩი.

5. რა დაღი დაასვა ამ ომმა მოსახლეობაზე?

ომი ეს არის საშინელება, რომელსაც მოსდევს ნგრევა, დევნა უსახლკარობა, სიკვდილი, როგორც ჯარისკაცების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის…


ინტერვიუ მოამზადა ანა ლაოშვილმა